სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა კარინეს მადლობა გადაუხადა ასეთი პატიოსნების გამოხატვისთვის და ყველასთვის საუკეთესო მაგალითის მიცემისთვის.
„დღევანდელ მსოფლიოში ასეთი ადამიანური ნაბიჯის ფაქტი ცხადყოფს, რომ პატიოსნება და სიკეთე ჯერ კიდევ არ არის გაუფასურებული და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენს ცხოვრებაში“, – აღნიშნა რუბენ სადოიანმა.
კარინე ბაგირიანი წარმოშობით ჯავახეთიდან არის და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან, მეგობართან ერთად, ქუჩაში 37 000 აშშ დოლარი იპოვა და პოლიციის მეშვეობით მფლობელს დაუბრუნა.